არის ერთი ძველი გამონათქვამი, რომელიც ჩვენ, ქალაქის მცხოვრებლებს, წლების განმავლობაში გვსმენია: „უნდა მიჰყვე დინებას.” შენ იცი, რას ნიშნავს ეს. ძნელია კულტურის წინააღმდეგ წასვლა. ძნელია, დაგიძახონ „კარგ ბიჭი” ან „სამაგალითო.” ძნელია ცხოვრება მორალური ფასეულობების სისტემით, რომელსაც, როგორც ჩანს, არავინ მისდევს. ძნელია უარის თქმა ცოდვაზე, რომელიც ყველას ცხოვრების ნაწილია. ძნელია მსხვერპლის გაღება, როდესაც ყველა დანარჩენი ერთობა. ფასი ახლაა გადასახდელი; ჯილდო კი ისე შორს ჩანს მომავალში, რომ თითქოს არც არსებობს.
ევროპელ და ამერიკელ ქრისტიანებზე არსებული წნეხი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ იცხოვრონ თავშეკავებისა და რწმენის მთლიანი ცხოვრებით პოსტ-ქრისტიანულ კულტურაში. წარმოიდგინეთ აფრიკელ და აზიელ ქრისტიანებზე ზეწოლა, რომლებიც ისეთი მთავრობის ქვეშ ცხოვრობენ, ვინც მტრულად არის განწყობილი ქრისტიანების მიმართ და ნებას რთავს ან თუნდაც ხელს უწყობს მათ დევნას. მაშ, რატომ უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი?
აი რატომ: „და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. დაუკვირდით მას, ვინც ესოდენი სიძულვილი დაითმინა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი” (ებრაელები 12:2,3).
ჩვენ ჯერ არ ვართ ზეცაში. დედამიწაზეც ზეცა არ არის. მაგრამ ღვთის სიტყვის ფურცლებიდან ნამდვილი ზეცის ბზინვარება და ნამდვილი სიყვარულის შეხებები, რომლებსაც ღმერთის მიერ ჩვენს ცხოვრებაში გამოგზავნილი ადამიანებისგან განვიცდით, გვაძლევს იმედს, რომ ლოდინი ღირს. მოითმინე!