„ბავშვი არის კაცის მამა.” უილიამ ვორდსვორთმა ეს 1802 წელს დაწერა და მშვიდი კმაყოფილებით აღნიშნა, თუ როგორ გაგრძელდება ზრდასრულობაში ისეთი მარტივი სიხარული, როგორიცაა ცისარტყელას ყურება. უბედურება ისაა, რომ ბნელი მხარეც ასეა. ბავშვობაში განცდილმა ტკივილმა და ძალადობამ შეიძლება მრავალი ათწლეულის შემდეგაც შეახსენოს თავი ზრდასრულებს. დაზიანებული ბავშვი შეიძლება დაზიანებული კაცის მამა გახდეს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც მშობლებს აქვთ, არის დაეხმარონ ბავშვებს იმის დაჯერებაში, რომ ისინი საყვარლები არიან. მოსიყვარულე მშობლები ადასტურებენ ბავშვის ღირებულებას. ისინი არა მხოლოდ პატიობენ ბავშვებს შეცდომებსა და ცუდ საქციელს, არამედ ასწავლიან კიდეც საკუთარი თავის პატიებას.
ბავშვი, რომელიც პატარაობიდან სიყვარულის გრძნობის გამოვლინების გარეშე იზრდება, შესაძლოა სჯეროდეს, რომ ის არავის უყვარს. ეს საშინელი შიში შემდეგ ცხოვრებაში აიძულებს მას სხვების სიტყვებსა და ქმედებებს ყველაზე ცუდი კუთხით შეხედოს და ამ შიშის დადასტურებას იპოვის. მან შეიძლება ყველგან უარყოფა ჰპოვოს.
საკუთარი ღირსების ნდობის აღდგენა ქრისტეს ჯვრიდან იწყება. გოლგოთაზე არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი ჩვენზე, როგორც ძვირფასზე ფიქრობს, ვინც გადარჩენის ღირსია და საკმარისად ღირებული, რომ სთხოვოს თავის ძეს, გახდეს ჩვენნაირი ადამიანი, იტანჯოს ჩვენ გამო და მოკვდეს ჩვენთვის, რათა წაგვიყვანოს ზეცაში მასთან საცხოვრებლად. ვერავინ იტყვის: „არავის ვუყვარვარ, ღმერთსაც კი,” რადგან „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე” (იოანე 3:16).