ზოგჯერ კარგია, როცა გეშინია. პატარა ბავშვს უნდა ეშინოდეს დატვირთული ქალაქის ქუჩაზე არსებული მოძრაობით შექმნილი საფრთხის. დურგალს უნდა ეშინოდეს უყურადღებო არ დარჩეს მაგიდის ხერხის მბრუნავი პირის მიმართ. ყველა ქრისტიანს უნდა ეშინოდეს ღვთის წინააღმდეგ წასვლის, მისი მცნებებისა და მისი წმინდა ნების უგულებელყოფის, რომ თავზე რისხვა არ დაიტეხონ. პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა აღიარა რომ შიშის სულს, შეეძლო ერის თავდაჯერებულობისა და ნებისყოფის შესუსტება. თავის პირველ საინაუგურაციო სიტყვაში, დიდი დეპრესიის დროს 1932 წელს, მან თქვა, რომ „ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს არის თავად შიში — უსახელო, დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი ტერორი, რომელიც ძალისხმევის პარალიზებას ახდენს და იწვევს უკანდახევას. მსახურებები და კონგრეგაციები ზოგჯერ ძალიან მცირეს ცდილობენ, რადგან დიდის კეთების ეშინიათ. ცალკეული ქრისტიანები ვერ ავითარებენ თავიანთი მხსნელის შესახებ დამოწმების უნარს, რადგან შეცდომის დაშვების ეშინიათ. უბრალო ადამიანებს ეშინიათ, რომ გააკრიტიკებენ არასწორი სწავლების გამო, ამიტომ ისინი „რელიგიურ საუბარს“ მხოლოდ სასულიერო პირებს გადასცემენ. სატანას სურს გვეშინდეს, ვიყოთ სუსტი, განშორებულნი ქვეყნიდან და ვიწრო გამოქვაბულებში შეკეტილნი. აქ ისმის წმინდა პავლეს ამაღელვებელი მოწოდება: „რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების” (2 ტიმოთე 1:7). მოუხმე ამ ძალას! იყავი ყველაფერი, რადაც ღმერთმა შეგქმნა და მოგიწოდა! ილაპარაკე! გიყვარდეს! ემსახურე! არ იქონიო შიში!