ყველა სულელურ რაღაცეებს სჩადის. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც ერთი შეხედვით სრულყოფილი ცხოვრება აქვთ. ზოგადად ასეთნი უკეთესად მალავენ თავიანთ შეცდომებს ან სხვას აბრალებენ მათ. ჩვენი გონება, გული, სული და ძალა ცოდვაში დაცემისას დაზიანდა და ჩვენ არ უნდა დავაკისროთ საკუთარ თავს პერფექციონიზმის ტვირთი. ჩვენ არ დავბადებულვართ სუფთა და სრულყოფილნი, როგორც ადამი და ევა. ჩვენ თავიდანვე დაზიანებული დავიბადეთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ. ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ ცოდნაში (ფაქტები), სიბრძნეში (ფაქტების მნიშვნელობა) და გამჭრიახობაში (სწორი განსჯა). როდესაც ჩვენს წარსულ ცოდვებს, ზოგჯერ მტკივნეულად ვიხსენებთ, ამ მოგონებებზე დიდხანს გაჩერება არ არის სასარგებლო ან პროდუქტიული. აღიარე ისინი ღვთის წინაშე. დატოვე დანაშაულის გრძნობა იესოს ხელში და სატარებლად მას მიეცი. მოუხადე ბოდიში მათ, ვისაც შესაძლოა აწყენინე და ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რათა აღუდგინო დანაკარგი. შემდეგ კი გააგრძელე გზა. თქვენი ენერგია მიმართეთ მომავლის ყურებასა და საკუთარ თავში ცვლილებების მოტანაზე, რათა არ გაიმეოროთ შეცდომა, ან უარესი არ ჩაიდინოთ და ზოგადად, რომ არ გახდეთ ცუდი ქცევის მუდმივი ციკლის მონა. ღმერთი უფრო მეტად არის დაინტერესებული თქვენი მომავლით, ვიდრე თქვენი წარსულით. ღვთის სიტყვა თქვენი ინფორმაციისა და ძალის წყაროა: „უფლის შიში ცოდნის დასაწყისია” (იგავები 1:7). ჩვენი ცხოვრების წარუმატებლობები ღვთის გეგმის შესაბამისად ჩვენი ცხოვრების მოუწესრიგებლობიდან მოდის. როდესაც მას არ ვცემთ თაყვანს, საბოლოოდ სხვა რამეს ვცემთ თაყვანს.