ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქადასავლო ფილმები მოგვწონს, არის ის, რომ გმირები ცხოვრებაზე უფრო დიდად არიან წარმოჩენილნი. ისინი არა მხოლოდ სიმპათიურები, მამაცები და ძლიერები არიან, არამედ მუდამ იციან რა დროს რა გააკეთონ. მათ ყოველთვის აქვთ გეგმა, სიუჟეტის ცვლილებისას გამოირჩევიან ბრწყინვალე იმპროვიზირებით და ყოველთვის თავდაჯერებული და გაბედული გამოიყურებიან.
აი განსხვავება — ისინი ფილმებში ცხოვრობენ, სადაც მწერლები ჭკვიანებად წარმოაჩენენ მათ, გარდერობი ძალიან მაგარ ტანსაცმლით აქვთ სავსე, მათ ნაცვლად კასკადიორები ეცემიან და ცუდ ბიჭებს საბედისწერო შეცდომები მოსდით და საბოლოოდ ყოველთვის მარცხდებიან. შენ და მე ვცხოვრობთ იმ წოდებულ რეალობაში, სადაც ჩვენი არჩევანი უფრო ბუნდოვანია, გზები უფრო დამაბნეველი და ჩვენი ურთიერთობები უფრო რთული.
ცხოვრება სავსეა ადამიანური დილემებით: რომელი კარიერული გზაა ჩემთვის სწორი? ღირს ამ ქალზე ქორწინება? რა ვუყო ურჩ შვილს? თქვენ გყავთ მეგობარი ზეცაში, რომელიც ელოდება, როდის თხოვთ დახმარებას მას: „მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს” (იგავები 3:5,6). ღმერთი გასაოცარია! მას შეუძლია გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს. მან იცის როდის, როგორ, ვინ და რამდენი. როცა ვთხოვთ, ის მოგვცემს ინფორმაციას, რაც ყოველდღიურად გვესაჭიროება.
ჩვენი გასაკეთებელი ნაწილი სამმაგია: ვუსმინოთ მის გზავნილებს, ჩვენს გზაზე მავლებმა ვაღიაროთ იგი და ვენდოთ, რომ სწორი გზა ნათელი გახდება, როდესაც ღმერთი მზად იქნება გვაჩვენოს იგი.
Help Me, Jesus – To Find Strength in You | დამეხმარე იესო! – დამეხმარე, იესო, ვიპოვო ძალა შენში
გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის (2 ტიმოთე 2:1). უფალო, ნუ მოგატყუებს ჩემი თავდაჯერებულობა. სულაც არ ვარ დარწმუნებული რაიმეში. ნეტავ სოციალურად მისაღები იყოს სისუსტის აღიარება. ისე ვლაპარაკობ, თითქოს ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ისე ვიქცევი, თითქოს ვიცი, Read more