თუ თქვენ დიდ დეპრესიას გადაურჩით, ან თუ იმ წყვილის შვილი ხართ, რომელმაც ეს გადაიტანა, თქვენი სამომხმარებლო ქცევა, სავარაუდოდ, ორ კატეგორიად დაიყოფა: ან მდიდრულად იცხოვრებ („მე აღარასდროს ვჭამ მარგარინს და მეორად მაღაზიაში აღარაფეს ვიყიდი!”), ან პირიქით, თითქმის ფეტიშად გადააქცევ მცირედით ცხოვრებას. „ბოლომდე გამოიყენე და გაცვითე; ან გააკეთებ, ან მის გარეშე გახვალ ფონს”— შესანიშნავი სლოგანია, თუ თქვენი შემოსავალი შეზღუდულია. მომჭირნეობა კარგია! შესანიშნავიც კი. მაგრამ ის შეიძლება გადაიქცეს შიშად, ირაციონალურ შფოთად, რომ არასოდეს გექნება საკმარისი.
თუ ასეთი ფიქრები გაქვს ან ასეთ იმპულსებს გრძნობ სულში, დროა კვლავ დაუკავშირდე ჩვენს ღმერთს, რომელსაც წმინდა წერილები არაერთხელ წარმოაჩენს როგორც სიუხვის ღმერთს: „ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს — საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს, რათა ყველაფერში გამდიდრდეთ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის” (2 კორინთელთა 9:10,11).
ღმერთი ყოველთვის უზრუნველყოფს. მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს საკუთარი ხელით დაწერილი დეფიციტის სცენარი, ვეღარ ვხედავთ მისგან მოსულ უზრუნველყოფას; და როდესაც ვერ ვხედავთ მათ, ვერ ვაკეთებთ სწორ დასკვნებს და ვეღარ ვხარობთ და ვერ ვპოულობთ მასში ნუგეშს. ღმერთი ყოველთვის უზრუნველყოფს და ამას აკეთებს არა მხოლოდ იმისთვის, რომ შენ იყო მხოლოდ ცოცხალი, თბილად და მშრალად, არამედ იმისთვის, რომ თავად გახდე გულუხვი.
Help Me, Jesus – To Find Strength in You | დამეხმარე იესო! – დამეხმარე, იესო, ვიპოვო ძალა შენში
გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის (2 ტიმოთე 2:1). უფალო, ნუ მოგატყუებს ჩემი თავდაჯერებულობა. სულაც არ ვარ დარწმუნებული რაიმეში. ნეტავ სოციალურად მისაღები იყოს სისუსტის აღიარება. ისე ვლაპარაკობ, თითქოს ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ისე ვიქცევი, თითქოს ვიცი, Read more