„ვიცი, რომ ასე უნდა მოვიქცე, მაგრამ არ შემიძლია.” ოდესმე გსმენია ეს სიტყვები? ოდესმე თავად თუ გითქვამს მსგავსი? თვით წმინდა პავლეს ბაგემაც კი წარმოთვქვა ეს სიტყვები. სამწუხაროდ რომაელთა მე-7 თავში მან აღიარა, რომ მას ჰქონდა სურვილი სიკეთის კეთებისა, თუმცა ვერ შეძლო და გააგრძელა ბოროტის ქმნა, რისი კეთებაც არ სურდა.
მაგრამ, ის იქ დამარცხებული, გზის პირას ჩამომჯდარი არ დარჩა და ბრძოლის ველი სატანას არ გადასცა. „უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით” (რომაელთა 7:24,25). ეს იმედით სავსე სიტყვებია მათთვის, ვინც თავს ხაფანგში მომწყვდეულად გრძნობს სიტყვებით — „არ შემიძლია.” ვისაც სურს შეწყვიტოს სმა, მაგრამ არ შეუძლია. . . ვისაც სურს შეწყვიტოს ემოციური აფეთქებები, მაგრამ არ შეუძლია. . . ვისაც სურს გაწყვიტოს სასიყვარულო რომანი, მაგრამ არ შეუძლია. . . ვისაც სურს დაასრულოს სწავლა და მიიღოს ხარისხი, მაგრამ არ შეუძლია. . . ვინც იცის, რომ უნდა დავქორწინდეთ, მაგრამ თანაცხოვრებას ვერ წყვეტს. . .
ქრისტეს მეშვეობით ჩვენ ყველა ცოდვა და მარცხი გვეპატია. ქრისტეს მეშვეობით ღვთის ოჯახში ვართ აღდგენილი, დავრწმუნდით რა ღვთის ჩვენდამი სიყვარულსა და ღირებულებაში, გვეძლევა საშუალება ხელი გავუშვათ იმ ქვით სავსე ტომარას, რომელსაც ვათრევდით. ქრისტეს მეშვეობით სულიწმიდის სიბრძნე და ძალა კვლავ აღინთება ჩვენში, რათა გავაგრძელოთ ბრძოლა. ამიერიდან ქრისტეს მეშვეობით ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ხვალინდელი უკეთესი იქნება ვიდრე ჩვენი გუშინდელი.
„ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით” (ფილიპელთა 4:13).