როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ (ფსალმუნი 119:9).


რა ემართება თანამედროვე ახალგაზრდობას? მრავალი მათგანი შეშფოთებული და გაბრაზებულია. ისინი უგუნურად იქცევიან და უბედურებაში ვვარდებიან. ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვკარგავთ. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როცა ჩემი შვილი ემბაზთან მივიყვანე და მწყემსმა ნათლობის წყლით დასველებული თითით სამჯერ გარდასახა თავზე ჯვარი და შენი სახელი უწოდა. იქ წარმოითქვა აღთქმები და გაჩნდა მოლოდინები. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო და ის ძალიან კარგი ბიჭი იყო. ცუდის არანაირი მოლოდინი გვქონდა. ნათლობის წყალთან მხოლოდ დაპირებები იყო, მაგრამ არავითარი გარანტია. მე მძულს ნარკოტიკები! ისინი ანადგურებენ ახალგაზრდის ტვინს. ვერ ვიტან ნარკორეალიზატორები! ისინი სუსტებს ეძებენ, რომ შემდეგ მათ შხამი მიჰყიდონ. ადამიანები ამბობენ, რომ მათ სიყვარული სჭირდებათ. მისი შეყვარება ნამდვილად რთულია. ადამიანები ამბობენ, რომ მათ ბოლომდე მიღწევა სურთ. სამწუხაროდ ბოლოში მათთვის სიკვდილია, მე კი არ მინდა ჩემი შვილი დავკარგო.


ვიცი, მოგესმა ხმა, თუ როგორ გავარდა ის აქედან. იყო ყვირილი და ლანძღვა. მე მას პასუხისმგებლობა შევახსენე და დაჟინებით მოვითხოვე, რომ მიეღო დახმარება. ის ჩემზე გაბრაზდა. დღეები კვირებად იქცა. არ ვიცი ღამეებს სად ათევს. არ ვიცი აქვს თუ არა რაიმე საჭმელი. თუ მოხდა და ჩამეძინება, უცაბედად შიში მაღვიძებს. ყოველი ტელეფონის ზარზე, გული ცუდად მიხდება. ეს შეიძლება ის იყოს. შეიძლება ვინმე სხვამ დარეკოს მას შესახებ. ცხოვრება კოშმარად მექცა. უფალო, მის დასაცავად გაგზავნე ანგელოზები. წარმოგზავნე შენი სულიწმიდა მასზე, რომ წყენა გაუქრეს და აღუდგეს მოგონებები შენი სიყვარულისა, თუ როგორ აღიზარდა და როგორ უყვარდა ოჯახს. მის ცხოვრებაში გაგზავნე ადამიანები მის დასახმარებლად. მოამზადე იგი თავისი გზების შესაცვლელად. იესო, ვიცი, რომ ეს შენ შეგიძლია. შენ შეგიძლია წყალზე გაიარო და ჩემს შვილს მანამდე უშველო, ვიდრე ის წყლის ქვეშ მოექცევა და დაიღუპება.