შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას (იგავნი 13:11).
იესო, შენ გულუხვი მეგობარი ხარ. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, შენი მოცემულია. მადლობა ყველაფრისათვის. მაგრამ ვისურვებდი, ვიდრე ახლაგაზრდა ვიყავი ვინმეს ფულის შესახებ ესწავლებინა ჩემთვის. დღეს მეტი მექნებოდა. არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ფული ყოველთვის იქ მიდის, სადაც მას საუკეთესოდ ექცევიან. სამწუხაროდ, რთული გზით ვისწავლე, რომ ის უკვალოდ ორთქლდება, თუ მას ვფლანგავთ ან სულელურად ვიყენებთ. ვინ იცის რაში არ დავხარჯე ის? ერთ დღეს ის საერთოდ გაქრა. მაგრამ ის შთამბეჭდავად მრავლდება, თუ მას გონივრულად ვმართავთ, ისევე, როგორც შენ თქვი. რა თქმა უნდა, მე იმ აზრით გავიზარდე, რომ ფულის ზედმეტმა სიყვარულმა შეიძლება გამოიწვიოს ყველა სახის ბოროტება. ვიცი, რომ ფულს შეუძლია მის საკუთრებად გვაქციოს, თუ ჩვენს პრიორიტეტებს სწორად არ განვსაზღვრავთ. მაგრამ არავის არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ თუ მის გონივრულ ინვესტირებას მოვახდენდი, მეტი მექნებოდა და მეტი სიკეთის გაკეთებას შევძლებდი. თუ ვინმემ მსგავსი რამ მითხრა, მე უბრალოდ არ მომისმენია.
იესო, ეთანხმები ნათქვამს, რომ არასდროს არის გვიან ფულის ყაირათიანად გამოყენება? მე ვფიქრობ, ეთანხმები. შენ დიდი აღფრთოვანება გამოხატე, თუ რა გაუკეთა ქვრივმა თავის უკანასკნელ ლეპტას. შენ ნება დართე მდიდარ ქველმოქმედს გადაეხადა შენი საფლავისთვის. შენი გუნდი ატარებდა პატარა ყულაბას, რათა თქვენი საჭიროებანი დაგეკმაყოფილებინათ, მაგრამ ის არასწორი ადამიანის ხელში იყო. ფული დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაში. ეს უბრალოდ ფაქტია. შენ მიეცი მას ძალა. თუ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი, მაშინ ჩვენს დამოუკიდებლობასა და ღირსებას ვკარგავთ. როცა საკმარისი გვაქვს, შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და თავი მაღლა დავიჭიროთ. და როცა საკმარისზე მეტი გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს და მხარი დავუჭიროთ შენს ეკლესიას. უფალო, დამეხმარე, პატივი ვცე ფულის ძალას. აკურთხე ჩემი ინვესტიციები, როგორც შენ ეს აბრაამისთვის გააკეთე. ნება მომეცი სწორად მოვიქცე, რათა ბევრად მეტი სიკეთე გავაკეთო.