გავიხარე როცა მითხრეს, „უფლის სახლში წავიდეთო” (ფსალმუნი 122:1).


ზოგჯერ, უფალო, თავი თაღლითად მიმაჩნია. დიდი ხანია ეკლესიაში დავდივარ. ეკლესიაში გავიზარდე. ყველა პროგრამაში ვმონაწილეობდი. უმეტესად სწორი პასუხები ვიცი და შემიძლია მათი გადაცემა. ფაქტობრივად კვირაობით, ახალს არაფერს ვისმენ. ნუთუ უბრალოდ გარეგნულ ფორმალობას ვინარჩუნებ? უფრო მეტად ჩვევის გამო დავდივარ, ვიდრე რწმენის გამო. ვიცი, რომ კარგი ჩვევაა და არ მგონია მისი მოშორება მინდოდეს. ჩემს მშობლებს ახარებთ, როცა იქ დავდივარ. მაგრამ ზოგჯერ გულით არ ვაკეთებ ამას. მე კი მინდა, მთელი ჩემი გულით ვიყო იქ. ყოფილა პერიოდები, როცა არ დავდიოდი და რაც უფრო დიდხანს ვშორდებოდი მას, მით უფრო ადვილი ხდებოდა ჩემთვის. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ძილი მინდა ან სხვა საქმეები მაქვს საკეთებელი. უბრალოდ ინტერესი დავკარგე. ჩემთვის ეს პრიორიტეტი აღარ არის. ვგრძნობ, რომ კავშირი დავკარგე ეკლესიაში სიარულსა და ქრისტიანობას შორის.


იცი, უფალო, მე ვიღაც გავიცანი. ურთიერთობა კარგად მიდის და შეიძლება დავქორწინდეთ კიდეც. ახლა ვფიქრობ, რომ ერთად უნდა დავიწყოთ ეკლესიაში სიარული. უცნაური ხომ არ არის? როცა მარტო ვიყავი, ეს საკითხი ყოველთვის ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო. მაგრამ ახლა, როცა ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდა, ვფიქრობ, რომ უნდა ვიაროთ. მინდა ეკლესიაში დავქორწინდე. მინდა ჩემი შვილები ეკლესიაში გავზარდო. მინდა, რომ ეს ჩვენი ერთად ცხოვრების დიდი ნაწილი გახდეს, ისევე როგორც ჩემი აღზრდის დროს იყო. როგორც ჩანს, სხვასთან ერთად ეკლესიაში ყოფნა დიდ ცვლილებას იძლევა. იქნებ ეს არის ეკლესიის მთელი აზრიც. ის ხომ შენი მორწმუნეებისა და ერთმანეთის მხარდამჭერი ადამიანების შეკრებაა. როცა მარტო დავდიოდი, თავს იზოლირებულად ვგრძნობდი და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის. მაგრამ როცა ვგრძნობ კავშირს შენთან და ჩემს გარშემო მყოფებთან, ის ფასეული ხდება ჩემთვის. ვფიქრობ, აქამდე არასწორად მქონდა ფოკუსი მიმართული. ის ჩემზე იყო მიმართული. ნება მომეცი, ხელახლა მოვახდინო ფოკუსირება შენზე, უფალო იესო და დავაფასო ყველა ჩემს გარშემო მყოფი.

დნენ: „ჯვარს აცვი!” მაგრამ როგორ შეგეძლო ღვთისთვის პატიება გეთხოვა იმ სინედრიონისთვის, რომელიც ცრუ მტკიცებულებებს ეძებდა შენს წინააღმდეგ? ან როგორ შეგეძლო ღვთისთვის პატიება გეთხოვა პონტოელი პილატესთვის, რომელიც შენს სიცოცხლით პოლიტიკას თამაშობდა? მათ ევალებოდათ შენს შესახებ უკეთ სცოდნოდათ. მაგრამ პატიება იყო მიზეზი, რის გამოც ჯვარზე ახვედი და ვინმესგან მისი დაკავება შენს ხასიათში არ არის. ყველა მათგანის მიტევებამ შენი ადამიანური სული განტვირთა, რა დროსაც შენმა ღვთაებრივობამ გაიბრწყინა. პატიება იყო შენი დიდი გამარჯვება. მე კი ნება მომეცი, რომ ყველა ადამიანის პატიებით მას მივაგო პატივი.