ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. (ეზეკიელი 36:26).


რა მოგვივიდა, უფალო? ჩვენ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ასე დაგვემართა. ახლა აღარ გვძინავს ერთსა და იმავე საწოლში და იშვიათად ვავლენთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს. ჩვენი თანაცხოვრება მშვენივრად დაიწყო. დროს იმ საქმეების კეთებაში ვატარებდით, რაც ორივეს მოგვწონდა. ჩვენ ერთმანეთს ვაბედნიერებდით. შვილებს ერთად ვზრდიდით. ერთად ვსაუბრობდით. ახლა ძნელად თუ შევხედავთ ერთმანეთს. ჩვენი საკუთარი საქმით ვართ დაკავებული და ჩვენი გზით დავდივართ. ვფიქრობ, კამათმა თავისი გააკეთა. ერთმანეთის შეურაცხყოფამ ორივე დაგვაშავა. საკითხების მოუგვარებლობამ ერთმანეთის მიმართ გულგრილი გაგვხადა. მეზიზღება ეს მდგომარეობა, მაგრამ რატომღაც შევეჩვიეთ ასე ყოფნას. ერთმანეთისგან დისტანცირება ნორმალური გახდა. უხერხულიც კი იქნება ჩვენთვის ძველი ურთიერთობის გახსენება. მაგრამ კამათი გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი ვართ. უფალო, რა გავაკეთოთ, რომ ჩვენ შორის არსებული უფსკრული ამოვავსოთ? გვსურს კი ამ უფსკრულის მთლიანი განადგურება? იქნებ ფაქტებზე გადავიტანოთ ყურადღება და საერთოდ დავშორდეთ ერთმანეთს.

იესო, გთხოვ, დაგვეხმარე, რომ ისევ შევიყვაროთ ერთმანეთი. არ მინდა უარი ვთქვა ჩვენს ქორწინებაზე. მოგვეცი გამბედაობა დავარღვიოთ სიჩუმე და გახსნილად ვისაუბროთ. დაგვეხმარე ერთმანეთის თავიდან გაცნობაში და რომ სიყვარულით შევხედოთ ერთმანეთს. ჩვენ შენს წინაშე დავდეთ პირობა, რომ ეს ქორწინება ჩვენს სიკვდილამდე გაგრძელდებოდა. ამაზე ლაპარაკი მშვიდად უნდა დავიწყოთ და ერთმანეთს არაფერი არ დავაბრალოთ. ჩვენ უნდა ვთხოვოთ ერთმანეთს პატიება და ერთმანეთს ისე მივუტევოთ, როგორც შენ მოგვიტევე. ჩვენ თანაცხოვრების უკეთესი ისტორია უნდა შევქმნათ. შეგიძლია დაგვეხმარო, რომ ერთმანეთს ის სიტყვები ვუთხრათ, რაც წლების წინ ადვილი სათქმელი იყო ჩვენთვის? ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ გვიყვარს ერთმანეთი და ეს უნდა ვთქვათ. და ჩვენ ორივეს გვიყვარხარ შენ, იესო. გთხოვთ დაგვეხმარო ერთმანეთის მიმართ სიყვარულის აღდგენაში.