გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას (იგავნი 22:6).


ყოვლისშემძლე ღმერთო, რა ჭირს ჩემს შვილებს? მათ საერთოდ არ სურთ მოსმენა. შენ ამბობ, რომ ისინი კურთხევაა. მე კი დღეს ვწუხვარ, იმის გამო, რომ ისინი მყავს. არ ვიცი სიტკბოთი არიან სავსე თუ დემონით შეპყრობილი. სად არის მეკობრეთა გემი, ასე რომ მჭირდება? ალბათ თითოეულ მათგანს გავყიდდი მათზე. შეიძლება პატარა დავიტოვო, მაგრამ უფროსებს აუცილებლად. ვიცი, რომ ეს გიჟური საუბარია, მაგრამ მათ მაიძულეს. ცდუნება მაქვს, გადავუგდო გაჯეტი და ვუთხრა, რომ მარტო დამტოვონ. ნეტა რას ცვლის ასეთი განმარტოება? მათ დისციპლინა სჭირდებათ. როგორმე უნდა ისწავლონ საკუთარი თავის კონტროლი. მეც მჭირდება ვისწავლო საკუთარი თავის კონტროლი. ის, რაც ჰიპერ-ბავშვებს სჭირდებათ, არის უნარიანი მშობელი. უფალო, დამეხმარე მშვიდად ვიყო და ჩემი შვილების ყურადღება მივაქციო, რათა სწორი აღზრდა მივცე მათ. საჭიროა მათ ის აკეთონ, რასაც მე ვიტყვი, ვინაიდან ყვირილით საქმე არ კეთდება. ვშიშობ, უარესი არ იყოს ეს მათთვის.


კარგი, უფალო. როგორც იქნა მათ დაიძინეს. ოდნავი ხმაური და გაიღვიძებენ — ეს კი შენი ბრალი იქნება. მე ვერ გავუმკლავდები ამას. მათ ცოტა დასვენება სჭირდებათ. მეც არ მაწყენდა ცოტა დასვენება. გთხოვ მოგვეცი მოსვენება. უფალო ნანახი მაქვს სურათები სურათები, სადაც შენ ბავშვებთან ერთად ხარ. ზოგი მათგანი კალთაზე გაცოცხდებიან. როგორც ჩანს, არ გაწუხებს, რომ ისინი თქვენზე არიან ჩამოკიდებული. ისინი ლამაზად და ბედნიერად გამოიყურებიან. ჩემები ანგელოზებს მხოლოდ ძილის დროს ჰგვანან. სწორედ მაშინ ვფიქრობ, რომ ვხედავ იმას, რასაც შენ ხედავ მათში. ვიცი, როგორ გიყვარს ისინი. იცი, როგორ მიყვარს ისინი. გთხოვ მომეცი შენი ძალა, შენი მოთმინება, შენი გამძლეობა და ყველაფერზე მეტად შენი სიყვარული, რათა მე ვაჩვენო ეს მათ. მინდა სწორად ვიმოქმედო და ვილაპარაკო. მინდა ვიყო კარგი მშობელი. მაპატიე ჩემი სასოწარკვეთა. დამეხმარე ვიყო ზრდასრული. ამ ღამით ყველა ჩვენთაგანს მოგვეცი ტკბილი ძილი. მინდა, ხვალ უკეთესი ვიყო. მინდა ყველა ჩემი შეცდომა გამოვასწორო და ზიანი აღვადგინო.

ქონდა, მაგრამ მაინც აქ ვარ, ხოლო ისინი შორეულ მოგონებებად დარჩა. მჯერა ჩემი დღევანდელი პრობლემებიც უკანა პლანზე გადავა. ვიცი, რომ ჩემი გამომსყიდველი ცოცხალია და კარგად არის, ამიტომ მეც კარგად ვიქნები.