უფლის მომლოდინენი (მოიმედენი) კი ძალას განიახლებენ (ესაია 40:31).


უფალო, მინდა დავბრუნდე საწოლში, გადავიფარო თავზე და იქ დავრჩე. ვფიქრობ, მეტს ვეღარ გავუძლებ. უბრალოდ მინდა ყველაფრი მივატოვო. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ დარწმუნებული ვარ, ამას ვერც ვერავინ შეამჩნევს. სხვა ყველა თავის მხიარულ ცხოვრებას გააგრძელებს. შენ თქვი, რომ იმაზე მეტს არ დაუშვებ ჩემზე, რისი გადატანაც არ შემიძლია. შესაძლოა. შემეძლო უკეთ გავმკლავებოდი ცხოვრებას, პრობლემები ერთბაშად რომ არ დამტეხოდა. ისინი ერთი-მეორის მიყოლებით მოდიან. როცა ვიფიქრე ერთი მათგანი კონტროლის ქვეშ მოვაქციე, აჰა, კიდევ სხვა გამოჩნდა, რომლის მოახლოებაც ვერც კი შევამჩნიე. მაგრამ შენ გააკეთე ეს. შენ დაუშვი ჩემზე. რას ფიქრობ? მე სხვა არაფერი დამრჩენია. ეს უნდა იცოდე. შენ ყოველივე ამაში ჩართული ხარ, რადგან ღმერთი ხარ. შენ ჩემში რაღაც უნდა დაინახო, რასაც მე ვერ ვხედავ. შენ უნდა გამოძებნო გზა, რომ გავუმკლავდე იმას, რაც ჩემით ვერ შევძელი. დამეხმარე ამის აღმოჩენაში. დამეხმარე იმის გარკვევაში, როგორ გავაგრძელო ცხოვრების გზა.


კიდევ ერთხელ ვეცდები, ძვირფასო იესო. იქნებ ეს არის გასაღები. კიდევ ერთი დღე. თუ შევძლებ ერთი პრობლემის გადაჭრას დღეს, უფრო გამიადვილდება, განსაკუთრებით თუ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. თუ შევძელი და დღევანდელი დღე გადავიტანე. . . . თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ შენთან ერთად შემიძლია. არ მსურს დავნებდე. დღეს საწყალ იობზე ვფიქრობდი. მისთვისაც ეს დარტყმები ერთი-მეორის მიყოლებით მოვიდა. მაგრამ მას შენთვის არ დაუდია ბრალი. მან უბრალოდ მიიჩნია, რომ ჩვენი დღეები შეიძლება სავსე იყოს უბედურებით. როცა თავისი სიცოცხლე მოიძულა, უფრო შეგიყვარა შენ. სიკვდილის მსურველმა, ზეცას შეხედა. ის არ დანებდა და შენც არ დაგითმია ის. ასე რომ, მე ვკითხე ჩემს თავს: „ღმერთმა ოდესმე მიღალატა?”პასუხი არის, „არასოდეს.” წარსულში დიდი პრობლემები მქონდა, მაგრამ მაინც აქ ვარ, ხოლო ისინი შორეულ მოგონებებად დარჩა. მჯერა ჩემი დღევანდელი პრობლემებიც უკანა პლანზე გადავა. ვიცი, რომ ჩემი გამომსყიდველი ცოცხალია და კარგად არის, ამიტომ მეც კარგად ვიქნები.