მე კი ჩაგრული და ტკივილით შეწუხებული ვარ; შენმა ხსნამ, ღმერთო, ამამაღლოს მე (ფსალმუნი 69:29).


ღვთის კრავო, შენ იტვირთე წუთისოფლის ცოდვა. გევედრები, რამე გააკეთო ჩემ ტკივილთან მიმართებაში. არ მახსოვს ბოლოს, როდის ვიგრძენი თავი კარგად. ოჰ, კი ვიღიმი და ვცდილობ ნორმალურად ვიმოქმედო. ხანდახან ჩემს სნეულებას ვმალავ. ვისწავლე ტკივილის ატანა, რათა საქმე არ გავაფუჭო და ვიყო აქტივობის ნაწილი. უფალო, მე არ ვარ გმირი. უბრალოდ სხვა არჩევანი არ მაქვს და დავიღალე ამით. მომისმენია ქადაგებები, რომ ტანჯვას სარგებელი მოაქვს; რომ ის აყალიბებს ხასიათსა და ა. შ. მაგრამ მეეჭვება, რომ მათ ბევრი არაფერი გადაუტანიათ ან ასეთი გულგრილნი არ უნდა იყონ. ეს მსგავსია სიღარიბის. ის უცნაურად გამოიყურება, ვიდრე თავად არ გაღარიბდები. ალბათ შენიშნე, რომ ამ საკითხზე ბევრს აღარ ვლოცულობ, რადგან თითქოს არც არაფერი იცვლება. ის დღითი დღე გრძელდება. ვწუხვარ, რომ ასე გელაპარაკები. ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში კვლავ მოქმედებ. უბრალოდ, ტკივილით ძალიან დავიღალე.


იესო, მე და შენ გვაქვს რაღაც საერთო. ეს არის ჯვარი. იგი ძალიან უხეში ჯვარია. შენ არ გინდოდა მისი მიღება და მეც არ მომწონს ჩემი. მაგრამ რადგან შენ ატარე შენი, მეც შემიძლია ჩემთან თანა-ცხოვრება. შენ წახვედი შენს ჯვარზე და ტანჯვა დაითმინე. შენს ტკივილს თან მადლი ახლდა. შენი სიკვდილიდან მარადიული სიცოცხლე გამოვიდა. შენ შენი ჯვარი ჩემი გადარჩენის გზად აქციე. ახლა გთხოვ, რომ ჩემი ჯვარი სხვათა მსახურების გზად აქციო. გამოიყენე ჩემი ტკივილი, რომ უფრო თანამგრძნობი გავხდე. გამოიყენე ჩემი ტკივილი იმისთვის, რომ უფრო მგრძნობიარე გავხდე იმის მიმართ, რასაც სხვები განიცდიან. გამოიყენე ჩემი ტკივილი, რათა ჩემში ჯვარს ვაცვა ყოველგვარი საკუთარი სიმართლე და რათა ვიყო ხელმისაწვდომი და სანდო, როცა ვინმეს ჩემი დახმარება დასჭირდება. ვფიქრობ, არ მჭირდება ტკივილის გარეშე ყოფნა, არამედ მისი თმენა. უფალო, თუ არ აპირებ ჩემი ტკივილის მოშორებას, მაშინ გთხოვ, კეთილად გამოიყენე იგი.