ნაცვლად სირცხვილისა ორმაგად განდიდდებიან; დამცირების წილ იყიჟინებენ, თავიანთ მიწაზე ორმაგს დაეუფლებიან და საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებენ. (ესაია 61:7).


ძვირფასო მხსნელო, მაპატიე ჩემი ურწმუნოება. სწორედ ეს იყო, რაც მჭირდა. ვიცოდი ურწმუნოება, რომ არასწორი იყო და მაინც ასე ვაგრძელებდი გზას. მე გეგმებს ვაწყობდი, წინასწარ ვთვლიდი საკითხებს, სინდისს კი ვეუბნებოდი დადუმებულიყო. ჩემი ზრახვები დასაწყისიდანვე მცდარი იყო. არ მქონია მოლოდინი იმისა, რომ დამიჭერდნენ. მე კვალს ვაქრობდი და ყველაფერი წავშალე, რისი წაშლაც მჭირდებოდა. აღარ იყო არც ჩანაწერები, არც ქვითრები და არც მოწმეები. რატომღაც უყურადღებოდ ვიყავი და დამიჭირეს კიდეც. ეს არის მოქმედებაში მოსული შენი სიყვარული? შენ იყავი ამის უკან? საჯაროდ შენ მომიხმე, რომ შევჩერდე და მოვინანიო ჩემი ცოდვა? ახლა ყველამ იცის, რაც ჩავიდინე და მე ძალიან მრცხვენია საკუთარი თავის. მე თავად დავანგრიე საკუთარი რეპუტაცია. ჩემს ოჯახსაც უნდა რცხვენოდეს ჩემი, რადგან შევბღალე მისი კეთილი სახელი. თავს სრულიად დაუცველი ვგრძნობ და დასამალიც არსად მაქვს. ამის გამო მეზიზღება ჩემი თავი. წარმოდგენაც მიჭირს, თუ როგორ გაგიცრუე იმედი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს — თავშესაფარი მაინც შენში უნდა ვპოვო.


ძვირფასო მხსნელო, ვიცი, რომ გიყვარვარ, რადგან დამიჭირეს. როგორ დაბრუნო დრო? არის შედეგები, რის გამოც დრო დამჭირდება რომ ბოლომდე ვზღო. ვაღიარებ ჩემს ცოდვას და თავს არ ვიმართლებ. ჩადენილის გამო ვწუხვარ. და ამ აზრის გამომხატველი თუ უფრო ძლიერი სიტყვა არსებობს, მაშინ ნათქვამში მას ვგულისხმობ. გთხოვ მაპატიე და გთხოვ სხვებსაც მისცე ძალა იმისა, რომ მაპატიონ. მინდა დავიწყო ჩემი რეპუტაციის აღდგენის ხანგრძლივი და ნელი პროცესი. მე ყოველდღე თავი უნდა დავიმდაბლო, რადგან მოხდარი ჩემი ცხოვრების მუდმივ შავ ლაქად დარჩება. მე მეორე შანსს ვითხოვ, რადგან ასეთი ღმერთი ხარ შენ. ამავსე შენი სულით და იმუშავე ჩემში, რათა ყველასთვის ცხადი იყოს, რომ შენი პატიება ჩემზე ამაოდ არ მოსულა. მსურს, რომ ხალხი ისევ მენდობოდეს, მაგრამ მხოლოდ ამის თქმა საეჭვო იქნება. დამეხმარე, რომ ის ჩემი არსების ყოველი ნაწიბურით მოვიპოვო.