მაგრამ შენ გაქვს ცოდვების პატიება, რათა ეშინოდეთ შენი (ფსალმუნი 130:4).


იესო, მე არ ვფიქრობ ადამიანების პატიებაზე. ამ საკითხში შერჩევითად ვიქცევი. თუ დაუდევარი ადამიანი ფეხზე დამაბიჯებს და ბოდიშს მომიხდის, მაშინვე ვპატიობ. პრობლემა არაა. თუ ვინმე უნებლიეთ ზიანს მომაყენებს და შემდეგ მის გამოსწორებას ეცდება, წყალობას ვავლენ. მე შემიძლია ყველა დისკომფორტი დავითმინო, რაც კონტროლის მიღმა არსებული გარემოებებითაა გამოწვეული. მაგრამ მიჭირს იმ ადამიანებს ვაპატიო, რომლებიც უსამართლოდ მომექცნენ. მიჭირს მათ ვაპატიო, რომლებსაც უკეთ ვიცნობ. საკუთარ თავს ვებრძვი, იმის გამო, რომ მათი კრიტიკისა და წყენის მიზეზი არ მქონდა. ვაღიარებ, რომ წყენა მაქვს. ჩემს ფიქრებში ადამიანებს ჯოჯოხეთისთვის ვწირავ. გული რისხვით მევსება. მათზე იმდენად დაბოღმილი ვარ, ეს შესაგრძნები ხდება. მე მათ ამ საშინელ მარწუხში ვარ მოქცეული, რადგან ვერ ვაპატიებ მათ. და ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მე რეგულარულად გთხოვ ლოცვაში, ისე მომიტევო, როგორც მე მივუტევებ სხვას.


იესო, როგორ შეგეძლო ჯვარცმულს ღვთისადმი მათი მიტევება გეთხოვა? როგორც ჩანს შენს გვერდით დაკიდებული ავაზაკი ნანობდა თავის დანაშაულს და ამიტომ გთხოვა, რომ მოგეგონებინა იგი. მე მესმის, როგორ შეგეძლო შენი მოწაფეების ნაკლოვანებებზე არ გაგემახვილებია ყურადღება და გზადაგზა მიგეტევებია მათთვის. ვვარაუდობ, შენ მაშინ ფიქრობდი, რომ ჯარისკაცები უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებდნენ და ბრბო ისტერიაში მოჰყვა, როცა ყვიროდნენ: „ჯვარს აცვი!” მაგრამ როგორ შეგეძლო ღვთისთვის პატიება გეთხოვა იმ სინედრიონისთვის, რომელიც ცრუ მტკიცებულებებს ეძებდა შენს წინააღმდეგ? ან როგორ შეგეძლო ღვთისთვის პატიება გეთხოვა პონტოელი პილატესთვის, რომელიც შენს სიცოცხლით პოლიტიკას თამაშობდა? მათ ევალებოდათ შენს შესახებ უკეთ სცოდნოდათ. მაგრამ პატიება იყო მიზეზი, რის გამოც ჯვარზე ახვედი და ვინმესგან მისი დაკავება შენს ხასიათში არ არის. ყველა მათგანის მიტევებამ შენი ადამიანური სული განტვირთა, რა დროსაც შენმა ღვთაებრივობამ გაიბრწყინა. პატიება იყო შენი დიდი გამარჯვება. მე კი ნება მომეცი, რომ ყველა ადამიანის პატიებით მას მივაგო პატივი.