გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის (2 ტიმოთე 2:1).
უფალო, ნუ მოგატყუებს ჩემი თავდაჯერებულობა. სულაც არ ვარ დარწმუნებული რაიმეში. ნეტავ სოციალურად მისაღები იყოს სისუსტის აღიარება. ისე ვლაპარაკობ, თითქოს ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ისე ვიქცევი, თითქოს ვიცი, რას ვაკეთებ. ასე რომ არ მოვქცეულიყავი სამსახურსაც დავკარგავდი და ალბათ, მეგობრების უმეტესობასაც. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ საკუთარ თავში მუდმივი უხერხულობა მაქვს და მეშინია ამის აღიარების. არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით და ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. მეეჭვება ჩემი შესაძლებლობები. ეჭვქვეშ ვაყენებ ჩემს გადაწყვეტილებებს. როდესაც სხვებთან ვარ, თავს არასრულფასოვნად ვგრძნობ, რადგან ისინი თვითდაჯერებულნი ჩანან საკუთარ თავში. საკუთარ თავს ვიმხნევებ და ვცდილობ დავარწმუნო იგი, რომ რაღაც ისეთი წვლილი შემაქვს საერთო საქმეში, რაც სხვას არ შეუძლია. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს წარუმატებლობას ვამართლებ. უფალო, ეს უცნაური რამ არის, რადგან ვერც კი ვხვდები, რატომ ვგრძნობ თავს ასე. მიზეზს ვერ ვხვდები.
იესო, ერთი რამ დავასკვენი, რომ მცოცავი თვითდაჯერებულობის ნაკლებობა ბედნიერების ჩუმი მკვლელია. მე კი არა მსურს ამის მსხვერპლი გავხდე. უბრალოდ, ცოტა მეტი თავდაჯერებულობა მინდა მქონდეს. მაგონდება, თუ რამდენი რამ აღასრულე სუსტი ადამიანების მეშვეობით. მოსე მობოდიშების საბაბს ეძებდა. იონა სხვა გზით წავიდა. პავლე კი თავიდან მტრულად იყო განწყობილი. საერთო, რაც მათ ჰქონდათ, ეს შენ იყავი, უფალო. მათ შენში ჰპოვეს ძალა. არ მინდა ის ვიყო, ვინც არ ვარ, მაგრამ მსურს ბედნიერი ვიყო ყველაფერი იმით, რასაც წარმოვადგენ. ვიცი, მთელი სიფრთხილიდ შემქმენი. ყოველი ჩემი ნაწილი შენ მოქსოვე, რომ ყოველმხრივ უნიკალური ვყოფილიყავი. არაფერი დაგიშურებია იმისათვის, რომ შენი შვილი გავმხდარიყავი და ხსნა მიმეღო. შენ მომეცი ყველა მიზეზი, რომ ამ ცხოვრებაში თავდაჯერებული ვყოფილიყავი. უფალო, ეს ჩემთვის სულიერი ბრძოლაა. დამეხმარე, რომ ძალა შენში ვიპოვო.
მს გარშემო მყოფი.
დნენ: „ჯვარს აცვი!” მაგრამ როგორ შეგეძლო ღვთისთვის პატიება გეთხოვა იმ სინედრიონისთვის, რომელიც ცრუ მტკიცებულებებს ეძებდა შენს წინააღმდეგ? ან როგორ შეგეძლო ღვთისთვის პატიება გეთხოვა პონტოელი პილატესთვის, რომელიც შენს სიცოცხლით პოლიტიკას თამაშობდა? მათ ევალებოდათ შენს შესახებ უკეთ სცოდნოდათ. მაგრამ პატიება იყო მიზეზი, რის გამოც ჯვარზე ახვედი და ვინმესგან მისი დაკავება შენს ხასიათში არ არის. ყველა მათგანის მიტევებამ შენი ადამიანური სული განტვირთა, რა დროსაც შენმა ღვთაებრივობამ გაიბრწყინა. პატიება იყო შენი დიდი გამარჯვება. მე კი ნება მომეცი, რომ ყველა ადამიანის პატიებით მას მივაგო პატივი.