ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან (გამოცხადება 14:13).


უფალო, სასწაული მჭირდება. წნეხის ქვეშ ვარ იმის გააზრებით, რომ ეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად მჭირდება. შენთვის მითხოვია სხვების სასწაულებრივი განკურნება. მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ეს საჭიროება მეც დამიდგებოდა. თავიდან მეგონა, რომ ჩემი ექიმი ზედმეტად კეთილსინდისიერი იყო. თავს ასე ცუდადაც არ ვგრძნობდი. მეგონა, ყველა ამ ანალიზის გაკეთებას უსაფრთხოების მიზნით, ყველაფრის გამოსარიცხად მავალებდა. ჩემთვის ვფიქრობდი, ცოტათი ხომ არ აჭარბებდა. მაგრამ შედეგებმა დაადასტურა მისი ეჭვები. მე ძალიან ცუდად ვარ და მალე მოვკვდები. მას გული ტკიოდა, როცა ეს მითხრა. მე ახლა ვიწყებ ამის შეგრძნებას. ის პროგრესირებადი ხდება. არ არსებობს მკურნალობა, რომელიც შედეგს გამოიღებს, ამიტომ აღარაფრით შევიწუხებ თავს. მაგრამ, მე მივიღებ სასწაულს, თუ ჩემთვის გაქვს განკუთვნილი, რადგან ამისთვის მზად არ ვარ. არ მინდა მოვკვდე. მიყვარს ცხოვრება და მიყვარს მასში მყოფი ხალხი. არ ვიცი როგორ მივიღო ეს დასასრული.


ახლა ვიცი, როგორი შეგრძნებაა, როცა ცხოვრება ხელიდან გეცლება. მინახავს სხვების სიკვდილს და ახლა კი თავად მე ვკვდები. მეშინია და სევდამორეული ვარ. არსებობდნენ რწმენის გმირები, რომლებმაც სიკვდილის სარეცელზე მყოფი ადამიანების ნუგეშისცემა შეძლეს. არ ვიცი თუ შევძლებ გავხდე ერთ-ერთი მათგანი. ჩემი ახლობლები ტირიან და მეც ვტირი. მაგრამ მე შენი მჯერა, იესო. მთელი გულით მჯერა, რომ შენ ჩემთვის მოკვდი. და როცა ჩემი გული შეწყვეტს ცემას, ეჭვი არ მეპარება, რომ ზეცაში შენთან მოვალ. გთხოვ, განმაშორე სატანა, როცა აღსასრული მომიახლოვდება. არ მინდა დაბნეული გავხდე ჩემი სიკვდილის დროს. როცა აქედან გადავალ, იყავი მათთან, ვინც ჩემზე ზრუნავდა. ანუგეშე და დალოცე ისინი. და როცა საბოლოოდ ჩამობნელდება, იქნება სიჩუმე და სიცივე, ნება მომეცი მსწრაფლად მოვისმინო ანგელოზთა თბილი ხმა და მახილვინო ღმერთო სახე შენი.