„ნუ გეშინია, რადგან ჩვენს მხარეს უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მათთან” (2 მეფეთა 6:16).

ეს სამყარო საშიში ადგილია. აქ არიან გიჟი ადამიანები თოფებითა და ბომბებით შეიარაღებული. როგორც ჩანს, მეტი იარაღი და ბომბი არ არის პასუხი. ძალადობა ძალადობას შობს. უდანაშაულო ადამიანები ზარალდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორ დროს იმყოფებოდნენ არასწორ ადგილას. როგორ დავიცვა თავი? როგორ შევინარჩუნო ჩემი ოჯახის უსაფრთხოება? არა მსურს ჩემი ტკბილი სახლი, რაღაც ციხე-სიმაგრედ ვაქციო. უარს ვამბობ, თუნდაც მცირე არსენალის შეძენაზე, რათა ცეცხლი გავუხსნა სხვა. არ მინდა შიშშსა და პარანოიდულ მდგომარეობაში ცხოვრება. უსაფრთხოება თავისუფლების კურთხევაა. მე მინდა ჩემს სახლში უსაფრთხოდ ვიყო და ქუჩაში სიარულიც უსაფრთხოდ შევძლო. მინდა უსაფრთხო იყოს დედამიწაზე ჩემი მოგზაურობა. ვიცი, რომ სიფრთხილეს თავი არ ტკივა და საფრთხეს თვალი უნდა ვადევნოთ. ეს არის თავდაცვის საწყისი. მაგრამ, იესო, სად მთავრდება ყოველივე ეს?


იესო, თავს უფრო დაცულად ვიგრძნობდი, რომ ვხედავდე მფარველი ანგელოზები ჩემთვის როგორ იბრძვიან. უფრო დაცულად ვიგრძნობდი თავს, თუ დავინახავდი მათ ცეცხლოვან ეტლებს და ელვისებურ ხმლებს, რომლებიც მიცავენ. თავს უკეთ ვიგრძნობდი, თუ მათ თვალებში მრისხანებას დავინახავდი, როცა ისინი საფრთხეს ხედავენ. შენ ამბობ, რომ ისინი გარს გვეხვევიან და გვიცავენ და მე შენი მჯერა. მათ აქამდე კარგი საქმე აკეთეს. მაგრამ ასევე გთხოვ, მათთან ერთად მათი მოკავშირე ადამიანები განათავსო, რათა დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება. დალოცე პოლიციელები და მეხანძრეები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებენ ჩვენ გამო. დალოცე ჩვენი ჯარისკაცები და სადაზვერვო სააგენტოები, რომლებიც ანგელოზებთან ერთად ფხიზლობენ. დალოცე ისინი, ვინც იძიებს დანაშაულს და დამნაშავეებს დანაშაულის ჩადენამდე აკავებს. ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება პრიორიტეტად აქციე და მოგვეცი საუკეთესო საჯარო მოხელეები, რომ უზრუნველყონ წესრიგი. გაგვხადე კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებიც ერთმანეთს გაუფრთხილდება და დაიცავს.