თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისთვის. ახლოა უფალი (ფილიპელთა 4:5).


ცისა და მიწის უფალო, ეს სამყარო ნეგატივში იხრჩობა. მე მზად ვარ გავაუქმო საკაბელო ტელევიზია, რადგან დავიღალე პესიმისტი ადამიანების კომენტარებით. ასეთია ჩვენი პოლიტიკის მღელვარე ტონი, რომელიც მრავალი პროგრამის მიერ ბნელ ჩრდილად ეფინება. ვფიქრობ, საინფორმაციო გადაცემა უფრო ეფექტური მაშინ გამოდის, თუ მას შეუძლია გააშუქოს არაფრისმთქმელი მასალა. რა დაემართა ობიექტურობასა და უკეთესი ხვალინდელი დღის სურვილს? გასაოცარია, რამდენი „ექსპერტი“ ეთანხმება ერთმანეთს, რომ ჩვენ მივდივართ იმ ლამაზი ცხოვრების დასასრულისაკენ, რაც ვიცით. როგორ მინდა ყოველ ჯერზე, როცა ვინმე სხვა არმაგედონს იწინასწარმეტყველებს პირში ჩვარი ჩავჩრა. მათი ეს საუბარი შემდეგ გადადის სამსახურში. ადამიანები საკუთარ ფილოსოფიას თავისში ვერ ინახავენ. მიმდინარე მოვლენებზე იწყებენ წუწუნს, იყენებენ რა იმ უაზრო გამოთქმებს, რაც თოქშოუებიდან მოისმინეს. ნეგატივს ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს. ეს არის ხაფანგი, რომელშიც არ მინდა მოვყვე, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე მოვყევი.


ნება მომეცი უკან პოზიტიური გზით დავიხიო, ვინაიდან არ შემიძლია ყველაფერზე რეაგირება მქონდეს. უფალო, არ გგონია, რომ ჯობია, თუ ბევრს აღარ ვილაპარაკებ? შესაძლოა, ეს შესამჩნევიც გახდეს. და თუ მოხდა და ჩავერიე საუბარში, დამეხმარე ვიყო კონსტრუქციული. ნება მომეცი ხალხს უკეთესი გზა შევთავაზო, რათა საკითხებს ანტაგონისტურად ან გულუბრყვილოდ აღარ შეხედონ. ძვირფასო იესო, იმისთვის, რომ პოზიტიური ვიყო, მჭირდება პოზიტიური საკითხების გამოვლენა. შენ ნათელი ხარ. არაფერია იმაზე პოზიტიური, თუ არა შენი სახარება. არაფერია უფრო ამაღელვებელი, ვიდრე შენს სიტყვაში მოცემული შენი სიყვარული და აღთქმები. ქვეყანას ეს ნათელი სჭირდება და მე მინდა მათთვის დიდი ანთებული სანთელი ვიყო. უფალო, დამეხმარე, შევინარჩუნო ჩემი გადაწყვეტილება. მომეცი შენი სულიწმიდა, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონდეს. მინდა ჩემი რწმენა და ოპტიმიზმი სხვებმა სერიოზულად მიიღონ. მინდა მათზე დადებითი გავლენა მოვახდინო და სამყარო შევცვალო.