აჰა, მე ვქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოში გზას გავიყვან, ხრიოკზე მდინარეებს ვადენ (ესაია 43:19).
დაუჯერებელია! ამდენი წლის შემდეგ, სამსახურიდან განთავისუფლების ცნობა მივიღე. თეთრ ქაღალდზე გარკვევით იყო გადმოცემული უწყება: „გადაუდებელი რესტრუქტურიზაციის მიზნით, ვწუხვართ გაცნობოთ, რომ გათავისუფლებული ხართ სამსახურიდან. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არის მოქმედებაში შესული. მადლობას გიხდით კომპანიაში გატარებული თქვენი დროისთვის!” კომპანიამ სულ ახლახან ჩამაგდო ამ დიდ დაბნეულობაში. უფალო, ახლა რა ვქნა? ამის შესახებ არც კი მინდა ჩემს ოჯახს ვუთხრა. ისინი განადგურდებიან. თავს უმწეოდ და დაუცველად ვგრძნობ. ნუთუ ეს არის ერთგულების საფასური? მე ბევრს და ხანგრძლივად ვმუშაობდი და არ ვწუწუნებდი, როცა მეტის კეთებას მთხოვდნენ. და ახლა ეს? მე ძალიან გაბრაზებული ვარ. ისეთი განცდა მაქვს, როცა სიბრაზე გადამივლის, შიში დამეუფლება. ახლა როგორ მოვიქცე? ესაა ის ერთადერთი საქმე, რაც ვიცი. ეკონომიკა ჩემნაირ ადამიანებს არ ახარებს. მე შემოსავალი მჭირდება და მჭირდება გადაუდებლად.
აი, უფალო, მე ჩემი რეზიუმე, როგორც ონლაინ ასევე გაზეთებში გამოვაქვეყნე. რამდენიმე ადგილეზე დავრეკე და აპლიკაციები შევავსე. ინტერვიუს მოლოდინში ვარ და გადასახადები კი გროვდება. უფალო, გთხოვ დამეხმარე იმ სამუშაოს პოვნაში, რომელიც შენ შეარჩიე ჩემთვის. საკუთარი თავის ხელში აყვანა მიჭირს, რადგან იმედგაცრუებული ვარ. არ მჯერა, რომ ჩემმა საუკეთესო დღეებმა უკვე განვლო. მე მჭირდება სამსახური და მზად ვარ რაღაც ახალი ვცადო. მე მზად ვარ ჩემი გამოცდილება და უნარები სხვა მიმართულებით გამოვიყენო. კარგი იქნება და სასიამოვნო თუ ახალ საქმეს მოვკიდებ ხელს. მე შემეძლი აღვიდგინო ძალები. იესო, მომეცი ფანტაზიისა და შემოქმედების უნარი. დამანახე, სად არის რეალური შესაძლებლობები და მომეცი საჭირო რესურსი, რომ ვიმოქმედო. იესო, მე შენ მიყვარხარ. შენ დამპირდი, რომ ყოველივე სასიკეთოდ მექცევა. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა შევძლებ უკან გავიხედო და დავინახო ჩემი ნამუშევრის შედეგები.