იერემია 29: 11-13
11 ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.
12 მომიხმობთ და მოვალ, შემევედრებით და მოგისმენთ.
13 ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, როცა მთელი გულით მომძებნით.
მათე 11. 28-29
29 იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.
30 ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!”
ფილიპელთა 4. 11-13
11 გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს.
12 ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.
13 ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.
კოლასელთა 3. 12-14
12 ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.
13 შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.
14 და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს.
ფსალმუნი 4. 1
1 მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი შვებას, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
ფსალმუნი 9. 1,9-11
1 მთელი გულით მადლობას შემოგწირავ, უფალო, ვილაპარაკებ ყველა შენს სასწაულზე.
9 უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი და დასაყრდენი გაჭირვების დროს.
10 შენ მოგენდობიან შენი სახელის მცნობელნი, ვინაიდან არ მიატოვებ შენს მაძიებელს, უფალო.
11 უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრთ, აუწყეთ ერებს მისი საქმენი.
რომაელთა 5. 8
8 ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.
იოანე 3. 16-17
16 ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
17 რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.
რომაელთა 8:26
26 ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
ფსალმუნი 46:1
1 ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
I პეტრე 5:7
7 თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
რომაელთა 8:28
28 ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.